kids.ge logo

თოვს!

ფავორიტებში დამატება

თოვს! თოვს! თოვს!
მთელი დღე ლამაზად თოვს!
გული გუნდაბას დილიდან
თხოვს! მთხოვს! მთხოვს!

ქსოვს! ქსოვს! ქსოვს!
ცა ლამაზ ფანტელებს ქსოვს!
ღრუბელი ძირს ფეხად ჩამოდის...
თოვს! თოვს! თოვს!

ცვივა, ცვივა, ცვივა
დიდრონი ფიფქები ციდან,
ხეზე მობუზულა ჩიტი...
სცივა! სცივა! სცივა!

დგას! დგას! დგას!
თოვლის პაპა უმზერს ცას,-
ნეტავი, ეუბნება ღრუბელი
რას? რას? რას?

ბზრილებს! ბზრილებს! ბზრილებს!
ცა თავბრუსდამხვევად ბზრილებს,
თეთრი ფანტელების კრებული
შრილებს! შრილებს! შრილებს!

თბებიან! თბებიან! თბებიან!-
პატარებს ბუხართან სვამს ბებია,
ზღაპრებს ულამაზეს ზამთარზე
ჰყვებიან! ჰყვებიან! ჰყვებიან!

თოვს! თოვს! თოვს!
დაღამდა, მაგრამ კვლავ თოვს!
დიდრონი ფიფქები ციდან
ცვივა! ცვივა! ცვივა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალ წელს ვულოცავ ყველას!ძველი უკვე მიბრძანდება- ახალ წელს ვულოცავთ ყველას, დიდებსაც და პატარებსაც, - ვარსკვლავების სადარებსაც. მთ...განივრცო მთიდან ბარამდისენაჭიკჭიკა ჩიტებით, ათასფერადი ჩითებით,- ყვავილთა ფარჩეულებით,- ვარდებით დარჩეულებით, ნაკადულების ლიკლიკი...კარლსონი მოგზაურობსერთხელაც კარლსონმა- ასე ვთქვათ, უცაბედად სან-ფრანცისკოში ისურვა სეირნობა, დაკიდულ ხიდზე ენება სეირობა... ...ანა ანბანს სწავლობსარა გახარებთ განაო?- ანბანს სწავლობს ანაო. სხაპასხუპით რაკრაკებს „იას“, „აი იასო,“ წიგნს კითხულობს გოგონა...დაგვიზამთრდა, ჩიტუნებო!-დაგვიზამთრდა. ჩიტუნებო, სად ხართ? ახლა რას შვრებით? -ახლა ზამთარს ვეგებებით, ფიფქებს ვეთამაშებით. ბეღურე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026