kids.ge logo

ბაბუს ჯოხი

ფავორიტებში დამატება

ფეხი ძლიერ სტკივაო,-
დარდობს გოგო ღაბუა,
-ჯოხს ეყრდნობა, ძლივს დადის
ჩემი კარგი ბაბუა!
მოხუცისკენ გაიქცა
ჩვენი გოგო მარდიო:
-სულ გვერდით გეყოლები,
ნუ გაქვს, ბაბუ, დარდიო!
გაფანტე, ძვირფასო,
ნაღვლინი ფიქრები,
ბაბუ, შენი საყრდენი,-
შენი ჯოხი ვიქნები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახდენილი ოცნებების წელი მოდის!ახალი წელია! ახალი წელია! წინ კი საოცარი დღეები გველიან,- უხვად გვექნება საღიმილონი, უხვად გვექნება საღიღ...მე ვარ შენი მეგობარიფიფქი ცვივა! ფიფქი ცვივა, ჩიტუნია, ხომ არ გცივა? ხომ არ გშია, ფიორავ, ჩიტუნია-ჩიორავ? ხედავ ჩემი ფანჯრის ...თამარი-რა კარგი სახელი მქვიაო, რა კარგი!- ამაყობს პატარა გოგო,- თამარი დამარქვეს! თამარი დამარქვეს! როგორ გამახ...პატარა ბიჭები და კარატეჩვენი სახლის ბიჭუნებს ძლიერ უყვართ კარატე, ისე გადარეულან, სხვას არ სცნობენ არაფერს. აღტაცებით ჰყვებიან ა...კუ წვიმაში სადილობსპატარა კუ-კუსკუსა, დინჯი, განა ფუსფუსა, ბოსტანშია, სადილობს, წვიმიანშიც ნადიმობს. კომბოსტოს წვნიან ფოთოლს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026