kids.ge logo

თუთიყუში ჟაკო

ფავორიტებში დამატება

მხოლოდ ერთი სიტყვა იცის
თუთიყუშმა ჟაკომ.
უკვირთ ბავშვებს,- არ უნდა
დაგველაპარაკოს.
მამამ ახლახან უყიდა,
ცუგრუმელა კატოს,
ჟაკო კი სულ გვიბრაზდება,
ჩხავის: რატომ?
რატომ?
იქნებ ამას გვეუბნება:
-ცაში ფრენას ვნატრობ,
თქვენ კი გალიში ჩამსვით...
რატომ?
რატომ?
რატომ?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტახი ზამთარს უბრაზდებამოვიდა ზამთარი თოვლიანი, მოვიდა ზამთარი ჯანღიანი! ფიფქების ცვენა არ ახალისებს... ტახი რად ბრძანდება ჯავრი...წელო, წელო, ახალო!ქარი ქრის. მზე თავს მალავს ღრუბლის ფაფუკ უბეში, ჩიტუნია ჩიორა მობუზულა ბუდეში. სიკეთით შემოსულო, იცი, რა ...ნინო და პიანინომოუტანეს პიანინო ცუგრუმელა გოგო ნინოს, აგრიალდა პიანინო, აამღერა ცელქი ნინო. აკისკისდნენ კლავიშები: -დელი...ვაშლებიერთი ვაშლი, ორი ვაშლი, ესეც სამი ვაშლი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი... ყველა კარგი, ყველა დიდი, ყველა ერთმან...ვულოცავ!მღერის ჩიტი-ჩიორა: ფიფქი მოდის ფიორა! ფიფქი მოდის ფარფატელა, ახალ წელს ულოცავს ყველას: მთაში მობინადრეებს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026