kids.ge logo

სურვილი

ფავორიტებში დამატება
მინდა, რომ ჩემსა სატრფოსა
ვხედავდე თავისუფალსა,
რომ ძალით ვერ აშინებდენ,
ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!..

მინდა, რომ მისი სახელი
გაითქვას ძველებურადა
და მისიანი ყველანი
ერთად სცხოვრობდენ ძმურადა!

მინდა, რომ მისსა დიდებას
დამღერდეს რუსთველის ქნარი
და იღვიძებდეს იმ ხმაზე
ტაშის-კვრით ხალხი მძინარი!..

მინდა, რომ… მაგრამ, ეჰ, კმარა!
ფრთა შევაკვეცოთ სურვილსა,
თორემ რა მოჰკლავს უფსკრულსა
მამულისშვილის წყურვილსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სალამურიგამიგონია, ვითომც ლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს და თავის ქნევით, დამუქრებული, მაღლა ზეცისკენ ის წასულ...პატარა მურიარას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუ...ღმერთო, წვიმა მოიყვანეღმერთო, წვიმა მოიყვანე წითელი და შხაპუნაო, რომ გავიდეთ სამუშაოდ და დავსძახოთ “ჰოპუნაო!” რომ ქალებიც გვერდ...ზღვაო, აღელდი, აღელდი!ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე! აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე! მარგალიტების სალარო შე...სანამ ვიყავ ახალგაზრდასანამ ვიყავ ახალგაზრდა და სიამით ძგერდა გული, ვნატრობდი და არ მეღირსა ბედუკუღმართს სიყვარული. როს დავბერდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026