kids.ge logo

ჟირაფი

ფავორიტებში დამატება

რა ლამაზი ცხოველია!-
გაძახის ჩვენი ანა,
-კისერი რამ დაუგრძელა?
რამ გაზარდა ამისთანა?
როგორია გრძელკისერა,-
ბრაზინია თუ მშვიდი?
პატარა თავი ჰქონია.
თვალები კი დიდი, დიდი...
რატომ აქვს წინა ფეხები
უკანაზე უფრო გრძელი?
ტანი მას ვინ მოხატა?
მიპასუხეთ, პასუხს ველი!
სახელად ჟირაფი ჰქვია,-
დაკოს აუხსნა ნატომ,-
ალბათ ახლა ეს ცხოველი
აფრიკის სავანას ნატრობს.
მას, ყველა ცხოველზე მაღალს.
პაწაწინა რქები შვენის...
ბუნების საოცრებაა,
სხვა რა გითხრა დანარჩენი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებოც სანტაა?!ანიტას კოხტა თოჯინა, ნიკას მანქანა პულტით, ქრისტინეს ჭრელი, ფუმფულა, ბაფთაშებმული კნუტი. ნიკაც თამაშობს, ...ჩემი სკოლა, ჩემი კლასიაი, ჩემი სკოლა! აი, ჩემი კლასი! თითქოს აციმციმდა მზის სხივთა ალმასი. თითქოს ოჯახია, და-ძმები ვართ თითქოს,...დაზუზუნებს ფუტკარიმე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, გაზაფხულის მეგზურობა ნუ გგონიათ ადვილი. მე მთელი დღე დავზუზუნე...ჩემი თბილის-ქალაქისიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი, მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი! აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია...ტახი ზამთარს უბრაზდებამოვიდა ზამთარი თოვლიანი, მოვიდა ზამთარი ჯანღიანი! ფიფქების ცვენა არ ახალისებს... ტახი რად ბრძანდება ჯავრი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026