kids.ge logo

პატარა ქირურგი

ფავორიტებში დამატება

-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი
ხალათი თუ გაცვიათ?
ლაშა ექიმი აკეთებს
მძიმე ოპერაციას...
-ვის უკეთებს?
-ჩვენი თაკოს
ხალთახალ თოჯინას.
-უმე! რა დამართა
იმ ციდას, კოკროჭინას?
-უბედური შემთხვევაა!
ბედური შემთხვევა!
ვერ უშველის იმ საბრალოს
მარტო ფეხის შეხვევა...
თურმე ახტაჯანა თამროს
მოუძვრია ფეხები,
ტანლად სტკივა თურმე,
ოდნავ თუ შეხები.
ლაშა ექიმი უკეთებს
ახლა ოპერაციას,
საპერაციში
დიდი გაწამაწია...
მომილოცავს!
მომილოცავს!
გადაგვირჩა თოჯინა!
უკვე არაფერი სტკივა,
საწოლზე წევს მორჩილად.
-მაშ, ოპერაციამ კარგად
ჩარა, დაკო?
-ნუღარ იტყვი, ნუღარ იტყვი,
ჩემო კარგო მაკო...
რა ყოფილა, მეგობრებო,
ჩვენი ლაშა ექიმი!
მერე რა, რომ პატარაა,
რის მეტად კეთილი.
ფეხი როგორ გაუმთელა,
ნეტავ, ერთი გაჩვენათ!
ჩვენს ციცქნა ექიმს ჰქონია,
თურმე, ოქროს მარჯვენა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე ვარ სიომე ვარ სიო-ცელქი სიო, გაზაფხულის ნაზი სიო, მომენატრა ყვავილებთან გართობა და თამაშიო. ისე უნდა დავუბერო, ი...ზაფხულირა კარგია ზაფხული,- გარუჯული დღეები, მომღერალი ჩანჩქერი, ჩრდილიანი ტყეები, ჭრიჭინების ჭრიჭინი, ჩიტუნების ...ზამთარი მოსულა ყველასთან!მოსულა ზამთარი მხიარული დიდრონი ფანტელების ჟრიამულით, სპეტაკი თოვლის საფარველით ზამთარი მოსულა სანატრელი!...თოვლის ფიფქი მოფარფატებსთოვლის ფიფქი მოფარფატებს ციდან, მერე რა, რომ არის ერთი ციდა, ჩუმად ამბობს: მარტო როდი ვიქნები, მომყვებიან...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026