kids.ge logo

პატარა ბიჭები და კარატე

ფავორიტებში დამატება

ჩვენი სახლის ბიჭუნებს
ძლიერ უყვართ კარატე,
სე გადარელან,
სხვას არ სცნობენ არაფერს.

აღტაცებით ჰყვებიან
თასნაირ არაკებს:
-ვაჰ, ბიჭებო, კარატე!
-ოჰ, ბიჭებო, კარატე!
-უჰ, ბიჭებო, რა კარგი
სპორტი არის კარატე!

კარატეს თუ უხსენებთ,
სახე გაუბრწყინდებათ,
კარატეზე ბასი
რასოდეს სწყინდებათ:

-ბრიუს ლი ვნახე კინოში,
ბიჭოო! რა მაგარია!
ვაჰ, კინაღამ გავგიჟდი,
ქაჯია თუ ქარია!..

დღეს ვიდეფილმები
მოტანა თანდილამ,
ოჰ, რა კარატე იყო!
გააფრენდით ნამდვილად!

-ბრიუსზე იყო?
-შენ, ბიჭო,
ბრიუსი ღმერთი გგონია?
მასზე უკეთესებიც
ბევრი გამიგონია...

-ვინა, ბიჭო?
-ბრიუსს ქვეყნად
არვინ ჰყავდა ცალია,
კარატეს მეფე იყო,
კარატისტთა თვალია...

გაცხარებულ კამათს კი
ხშირად ჩხუბიც მოჰყვება,
დედებს მიჰყავთ ბიჭები
ჩალურჯებულლოყება.

კარატეზე ოცნება
მათ გონებას აბრუებს,
მკვეთრი შეძახილები
რემარეს აყრუებს...

რა ჰქნან ბიჭუკელებმა?-
ძლიერ უყვართ კარატე,
სე გადარელან,
სხვას არ სცნობენ არაფერს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენი დედამიწალამაზ-ლამაზს, ფერად-ფერადს მზე სხივებით მომეფერა, გამათბო და გამინათა, სავალი გზაც გამიმართა, მთვარით გვე...განივრცო მთიდან ბარამდისენაჭიკჭიკა ჩიტებით, ათასფერადი ჩითებით,- ყვავილთა ფარჩეულებით,- ვარდებით დარჩეულებით, ნაკადულების ლიკლიკი...ჩამობარდნა თეთრად ტყეშიმთელი ღამე უთოვია! ჩამობარდნა თეთრად ტყეში, მაგრამ განა ყველა ხარობს, რუხი მგელი დარდით ხვნეშის: -მთელი ღ...ვარსკვლავებსაც უხარიათვარსკვლავებსაც უხარიათ ახალი წლის მობრძანება, ღრუბლები არ გაიკარეს, ანათებენ ნება-ნება... ციმციმებენ, გვე...მთვარეტაშს უკრავენ ვარსკვლავები,- დიდებიც და პატარებიც, გამობრძანდა ცაზე მთვარე,- გაბადრული, მოელვარე. გაიცინა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026