kids.ge logo

ტელეფონი

ფავორიტებში დამატება
გაიღვიძებს თუ არა,
პაწაწინა ეკა
მიუჯდება ტელეფონს
და მთელი დღე რეკავს.

- ალო! თინა, შენა ხარ?
როგორა ხარ, როგორ?
რატომ აღარ მირეკავ,
დამივიწყე, გოგო?

როგორა გყავს თოჯინა?
მითხრეს, სიცხე ჰქონია.
დაბანილის გაყვანა
გარეთ გამიგონია?

თბილად გყავდეს ლოგინში,
საფენები დადე.
ჩაიც ასვი ლიმონით...
ბა, კარგად! ხვალამდე!

- ალო! ლია, ეკა ვარ.
გუშინ ცირკში რა ვნახე -
კლონებმა ბურთისთვის
ერთმანეთი გალახეს.

მართლა, ჩვენმა ფისუნამ
დილით, იცი, რა მიყო?
დედამ რძე რომ დამიდგა,
თათი ჯამში ჩამიყო.

გოგო, თავის საუზმე
საწყალს, ალბათ, არ ეყო...
ახლა გემშვიდობები,
სხვაგან უნდა დავრეკო.

- ალო, ალო! ნინიკო,
მომენატრე ძალიან.
შენ რაც ბაღში დადიხარ,
ჩემთვის აღარ გცალია.

მალე ბაღში მეც ვივლი,
სამის ვხდები, ხომ იცი.
მაგრამ, რომ არ მეცალოს
შენთვის მაინც მოვიცლი.

თუმცა, ხშირად დარეკვა
მაშინ გამიჭირდება.
უნდა ვუთხრა მამიკოს,
მობილური მჭირდება...

საღამომდე გაისმის:
- ალო, ალოოო! ეს მე ვარ!
მალე ეკას სახელად
კაფონი ერქმევა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლომიფაფარი ისევ ისე მამშვენებს, გემთან მრავალი მოდის მნახველი. მაგრამ რა მეთქმის - არ მაქვს სამეფო, მეფისა შე...მელაკუდას მაღაზიაუღრან ტყეში მელაკუდამ გახსნა დიდი მაღაზია და წარწერა ჩამოკიდა “შემობრძანდით, არის ღია”. სავსე არის დახლებ...ფისო-დიასახლისიმზე როდესაც ამოვა, ფისო დადგამს სამოვარს. მერე ქადებს დააცხობს და მაგიდას გააწყობს. დაუძახებს კატუნებს, კ...ციყვიაღარ სწავლობს ციყვი თავის გაკვეთილებს, თხილის დანახვაზე აკაწკაწებს კბილებს. წიგნს არ იღებს ხელში, კითხვა ...ბაყაყურიგზის ნაპირას იხვებს ორმო ნაჟური წყლით აუვსიათ, იძახიან - აქეთ მოდით, საცურაო აუზია. რა სჯობია წყალში ცურვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026