kids.ge logo

ფერებმა ფესტივალი გამართეს

ფავორიტებში დამატება

ერთხელ ფესტივალი გამართეს ფერებმა,-
დაღალავებმა და მშვენირებმა.
თქვეს: -დაე, არ ჰყავდეს ამქვეყნად ბადალი,
ის იყოს... მხოლოდ ის, ყველაზე მართალი,
სეთი ძვირფასი, როგორაც ალმასი,
ვინც იყოს ყველაზე გამრჯე და ლამაზი!

პირველად წითელმა ფერმა ითამამა,
შეფერა ვაშლი, მერე ბროწელი,
ი, პომიდორიც,-წითლად მოწელი!
ეს ხომ სისხლივით წითელი ვარდია!
ფერთა ფესტივალზე ვერ ნახავთ დარდიანს!
რა მომხიბლავია! ეს ხომ ვარსკვლავია!
ეს ღუის ასკილი,-უებრო წამალი!
ზოში ქოთქოთებს წითელი მამალი!

ი, მობრძანდება ნარინჯისფერი!
ყველა ფეხზე დგება და ტკბება ცქერით!-
ლიმონი, ფორთოხალი, ეს მანდარინია!
დღეს ფესტივალია! დღეს ფერთა ლხინია!
ნარინჯით, თურინჯით ქვეყანა სავსეა,
ბადალია არა ჰყავს, ეს მართლა ასეა!

ეს კი ყვითელია,-როგორი უხვია!
მე ნანახს გიამბობთ, გგონიათ, მოგონილს?
თვითონვე იხილეთ მზე-ოქროს ბორბალი!
კომში, მზესუმზირა, მთვარე თუ ხორბალი,
პეპელა, ფოთოლი, ყურძენი, ფანქარი...
თოჯინა სეირნობს ყვითელი მანქანით!

ი, ეს მწვანეა! -ხე, მსხალი, მწვანე ტბა...
ამწვანებული ბუნება გაგვიტკბა!
ბაყაყი, კალია, ქოჩორა პალმები...
მწვანე კუნძულია! არ მისალმები?
მწვანეა ფოთოლი!-ხასხასებს, შრილებს!
მწვანე ბალახებში ჩიტუნა ფრთხილებს!

ეს კი ცისფერია!-ცაა ჩინებული!
ცისფერი ყვავილი, მდინარე დიდებული,
ეს წვიმის ფარდაა, ეს ნაკადულია!
ცისფერი დედამიწაც ხომ დახატულია?
ეს ლურჯი ფერია! რა მშვენირია!-
ლურჯი ზღვა, ლურჯი ტყე და ლურჯი მთები,
ლურჯმა ჩიტუნებმა გაშალეს ფრთები,
ხეებზე სულ ლურჯად დამწიფდა ქლივი,
ლამაზ ლურჯ ტოტებზე სეირნობს ნივი!

იისფერმაც ხომ თავი მოწონა,
ა უთვალავი სწორედ მან მოგონა.
ბი, იბი, კოპწია იბი,
თითქოს ბალახებში ჩასკუპდნენ მთიბი.

და რადგან ყველა ფერი იყო დიდებული,
რადგან სასწალი გვანახეს ჩინებული,
შეერთნენ ფერები და იქცნენ თეთრად,
ი, რა შეუძლიათ ჩვენს ფერებს ერთად:
დახატონ თეთრი თოვლი, თეთრი მწვერვალები,
თეთრ ღრუბელს, თეთრ ყვავილს ვუმზერთ მღელვარებით,
თეთრ აისბერგზე დათვი ზის ერთი,
ეს არის კურდღელი და ისიც თეთრი!

ი, საოცრება! გმართებთ გაცება!
ის ერთი თეთრი შვიდად დაიშალა,
და ლამაზ ცისარტყელად ცის თაღზე გაიშალა,
შვიდივე ფერმა თავი ისახელა,
ფესტივალს შვიდფერადი ამკობს ცისარტყელა!

პატარავ, შვიდივე რიგრიგად ჩამოვთვალოთ,
რავინ გამოგვრჩეს, ერთხელაც გამოვთვალოთ,
ჰეი, ცისარტყელავ, ხომ დაგვეხმარები?
ეს რა საოცრებას ხედავენ თვალები!
წითელი,
მას მოსდევს ნარინჯისფერი,
ყვითელი,
მერე კი ხასხასა მწვანე,
მას მოსდევს ცისფერი,
ლურჯი,
იისფერი,-
ყველა დიდებული, ყველა მშვენირი!
სეთი იყო ზემი ფერთა!
სეთი ფესტივალი გამართეს ერთად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ბიჭები და კარატეჩვენი სახლის ბიჭუნებს ძლიერ უყვართ კარატე, ისე გადარეულან, სხვას არ სცნობენ არაფერს. აღტაცებით ჰყვებიან ა...ოცდახუთსა დეკემბერსა„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“ ბარაქა და ოქროს ხვავი თქვენს მარნებს და ბეღლებს...მუხატყეში ვნახე მუხა, რკოს ისხამდა უხვად, განიერი ტოტები ირხეოდნენ ქარში, მუხა იდგა ამაყად ავდარში თუ დარში. ...კუ წვიმაში სადილობსპატარა კუ-კუსკუსა, დინჯი, განა ფუსფუსა, ბოსტანშია, სადილობს, წვიმიანშიც ნადიმობს. კომბოსტოს წვნიან ფოთოლს...ფეხბურთელიბურთს დაარტყა ფეხი ფეხბურთელმა ლაშამ, გაიტანა გოლი, ვაშა, ბიჭო, ვაშა! უხარია ყველას- სოსოს, დათოს, გელას,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026