kids.ge logo

მამუკა

ფავორიტებში დამატება
გადაიგრიხა მამუკამ
სიმინდის ფოჩის ულვაში,
თოფისწამალი ჩაყარა
თავის ხელთოფას ლულაში,
ჯოხის მერანზე გადაჯდა,
დასცხო ბუკი და ნაღარა,
ჩანი ცხენის არ იყოს,
ტყუპად ტლინკებიც აყარა.
თავზე დაესხა ბოჩოლას,
კუწა მკვახე კვახები.
- ბიჭო, მამუკა, დაწყნარდი,
ცოდე, გალახები!
არ დაშალა მამუკამ
ხმლისა და თოფის ტრილი,
ახლა მურიას მივარდა
ყიჟინითა და ღრილით.
მურამ უთმინა, უთმინა,
კუდიც კი გაქიცინა,
სულ მთლად რომ თავზე
დააჯდა,
ბოლოს მურამაც იწყინა,
შემოხია შარვალი,
მერე ისეთი იფრინა...
შარვალჩახდილი რომ ნახა,
დაწვა და ბევრი იცინა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არწივის ბრძანება #1სულით, ხორცით და ბუმბულით პოეტი იყო ბულბული. გადაეკიდა წეროო, ლექსი მე უნდა ვწეროო. ეს რომ გაიგო ვარდმაო,...კვიციიყო ერთი კვიცი, ყორნისფერი კვიცი, ეშმაკი და მკვირცხლი, ოჩანი და ფიცხი, დედის ურჩი კვიცი. ალბათ, ყველამ იც...დედიკოს ვფიცავარწერა-კითხვა ვისწავლე, აი, უკვე დიდი ვარ. არ წამიყვანთ სკოლაში? ბაღში აღარ მივდივარ!.. თვლა ხომ ვიცი ასამდ...ლელას და ნიშა ხარის გაბაასება- როგორ ხარ, ხარო ნიშაო? - ისე რა, არა მიშავო... - შენ როგორა ხარ, ლელაო? - რა ვი... ვარ ნელა-ნელაო, დიდე...დათუნიაგამარჯობა, დათუნია, რა კარგი ხარ, ლამაზი, ვერ მიცანი? შემომხედე, მე ვარ, შენი თამაზი. ყურადღებას არც კი მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026