kids.ge logo

მგზავრის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
რამდენ მდინარეს არბევს
ეს დატეხილი მთები,
დემონისას ჰგავს წარბებს
მძლავრი ნიაღვრის ფრთები.

სუნთქვა მაღლიდან მორბის,
როგორც ქარული რაში,
და ბუდები ორბის
მიჯგუფებულა მთაში.

უძველესი ციხის
ჩანს ნანგრევები შორი,
ჩქარი მდინარის რიყეს
რგოლებს აზომებს ქორი.

დგება საღამო ჟამი,
მთებს ეპარება რული,
ჩქარა დაეშვი, ღამევ,
და დამიმშვიდე გული.

ჩქარა დაეშვი, ბინდო,
ფიქრი მომეცი წმინდა,
ვისაც ვენდე და მინდო,
კვლავ მომაგონდეს, მინდა.

მინდა ახალი გზები,
მინდა ახალი რამე,
გაბრწყინვებული მთები,
განათებული ღამე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეოცნებე აფრებითსად ოდესმე მეოცნებე აფრებით, ათასფერი იმედით და ზაფრებით, აგასფერის მიმოჰქროდა ხომალდი, მეზღვაურის სულთან...ქალაქი წყალქვეშღელვის დროს გემზე “ტეოდორ ნეტტე” ანძები დატყდნენ, როგორც მშვილდები, ფიქრებს მორევში რაც უნდა კეტდე, ერთს ...დღე გაფითრდა იაგუნდისადღე გაფითრდა იაგუნდის, დგას ღრუბლების ჯგუფები. რაგინდ დიდი გული გქონდეს, მაინც დაიღუპები. საშინელი მოსკდა...სად იყო სმენა და გაგონება?ახალი ჰანგი ენატრება ცას უკანასკნელს, მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოპვებდა ზეშთაგონება— თვით მურილიოს,...ჩაკეტა კარიჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას, როცა გათავდა დიდი მიტინგი, ის დაუბრუნდა ვარდებს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026