kids.ge logo

ზაფხულის ღამე

ფავორიტებში დამატება

-ვერსად დაგვემალები,
ვისია ეგ თვალები?
უკვე გვინია,
ყველას სძინავს,
ბნელში ვინ დადის?
ვინ დაფრინავს?
შენც არ გეძინება?
თვალები დანახე,
ბნელში რომ ელვარებდნენ
და შიშით დაძახე:
-ეს ბუა-ბუაა! ბუა-ბუა!
-ჰოდა, ეს თვალები
შენი თუა,
ქეთ გამობრძანდი,
ბუა-ბუა!
ის მაინც გვითხარ,
რა გინდა? ვინ ხარ?
იქნებ დიდია,-
ჩვენი ძაღლი,
მოდი, ვინახულოთ
მისი სახლი,
თვითონ მას ვკითხოთ,
რა სჯობს?
დიდია ეზო-ყურეს
დარაჯობს.
-დიდია, ეს შენი
თვალებია?
ვკითხეთ და
დაგვიყეფა ბრაზინად,
სე დაგვიღრინა,
ქიდან დაგვიფრინა:
-მე თქვენს სიმშვიდეს
ვდარაჯობ,
სხვაგან იკითხოთ,
რა სჯობს?
-ვისია, ვისია თვალები?
გამოდი, ნუ იმალები!

იქნებ ეს ციყვია,-
წითური მანცო,
ხეებზე დახტის და
იქნება ანცობს:
-ანცო-მანცო! ეს შენი თვალებია?
ვგონებ, ანცო-მანცო
ჩვენზე ნაწყენია,
ფუღურო გვიჩვენა,
შიგ სოკო რამდენია!
-ვერ ხედავთ? ვზივარ და
ფუღუროს ვდარაჯობ.
თვალები სხვაგან რომ
კითხოთ, არა სჯობს?
-ვისია, ვისია თვალები?
გამოდი, ნუ იმალები!

იქნებ ეს ბაჭია-ფხაჭიაა,
ბაჭია მშიშარაა,
განა პრანჭია!
-ბაჭია-ფხაჭია! ეს შენი თვალებია?
რას ამბობთ? პატარებს
სულაც არ ვაშინებ,
გგონიათ, ყურცქვიტა
ბავშვებს არ აძინებს?
მე მუდამ საკუთარ
სიცოცხლეს ვდარაჯობ,
თვალები სხვაგან რომ
კითხოთ, არა სჯობს?
-ვისია, ვისია თვალები?
გამოდი, ნუ იმალები!

ტყიდან მოძუნძულებს
დათუნა ბუთა,
დათუნას ეს ამბავი,
ნეტავ, ვინ უთხრა?
-დათუნა ბუთა,
ეს შენი თვალებია?
დათუნა ბურდღუნებს,
ნაწყენი დუდღუნებს:
დათუნა ბუთა
ბავშვებს არ აშინებს,
მაგრამ ის კი ვიცი,
მათ ვინ არ აძინებს.
წამოდით, გიჩვენოთ
იმისი ბინა,
ახლაც აქ ბრძანდება,
ახლაც არ სძინავს.
-ვისია, ვისია თვალები?
გამოდი, ნუ იმალები!

მივდივართ. ის ბინა
ხმელი ხის ფუღუროა,
ხის ტანი დაძველდა
და თურმე ფუტუროა.
შიგ ბუ ზის დიდთავა,
ეს მისი თვალები!
გამოდი, გამოდი,
ნუ დაგვემალები!
-ეს შენ ხარ, ბუა-ბუა?
ეს შენი თვალებია?
ღამის ფრთოსანი
თვალებს აბრილებს,
მთვარეს გაჰყურებს
და ღამეს ახმინებს:
-უუჰ! უუჰ! ეს ასეა!
ზაფხულის ღამეა!
მაზე დიდებული,
ნეტავი, რამეა?
სეც ბუა-ბუა!
გი თურმე ბუა!-
ღამის ფრთოსანი,
მშვიდი, უწყინარი,
დღისით მიმალული,
მზისგულზე უჩინარი...
რადგან ეს ფრინველი
ღამეებს დარაჯობს,
ფხიზელი თვალები
შევუქოთ, არა სჯობს?
უკვე მხირულად
ცინი, ნამცეცავ?
უკვე უშიშრად
შეჰყურებ ღამესაც?
მალე გესტუმრება
ბატონი ძილი
და იგი იქნება
სამო, ტკბილი.
მოდი, ახლა ყველას
ხელი დაუქნიე:
-ღამე მშვიდობისა!
გამოთ ძილი!
გქონოდეთ იგი
მშვიდი და ტკბილი...
მაზე კარგი
იქნება რამე?
ყველას გამოთ
ზაფხულის ღამე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნინო და პიანინომოუტანეს პიანინო ცუგრუმელა გოგო ნინოს, აგრიალდა პიანინო, აამღერა ცელქი ნინო. აკისკისდნენ კლავიშები: -დელი...დაზუზუნებს ფუტკარიმე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, გაზაფხულის მეგზურობა ნუ გგონიათ ადვილი. მე მთელი დღე დავზუზუნე...ვარსკვლავებსაც უხარიათვარსკვლავებსაც უხარიათ ახალი წლის მობრძანება, ღრუბლები არ გაიკარეს, ანათებენ ნება-ნება... ციმციმებენ, გვე...მოდის შემოდგომა!ნეკერჩხლის ტოტზე ზაფხული იწვის, ჭკნება აგვისტო-ფარჩა შრიალებს. სხვა მოძახილი გაისმის ახლა, უკვე სხვაგვარი...მზე და მზესუმზირამზესუმზურა მზეს შეჰყურებს, მზეც უღიმის მზესუმზირას, გაიფურჩქნა მზისგულზე და მზესუმზირამ მზეს უმზირა. ოქრო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026