kids.ge logo

1871 წელი 23 მაისი

(კომუნის დაცემის დღე)

ფავორიტებში დამატება

ტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი
დიდი დროშა დაშალა...
კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ
გი დროშა დასცა დაბლა.
კვლავ ეწამა მოყვასთათვის
საცარი იგი ერი,
კვლავ დაიდგა დიდ წამების
მან გვირგვინი მშვენიერი.
კვლავ ქვეყნისთვის დაიღვარა
წმინდა სისხლი წამებულის,
კვლავ დამარცხდა დიდი საქმე
ყოვლად მხსნელის სიყვარულის.
კვლავ ძირს დასცეს იგი მცნება,
ქვეყნის ხსნად მოვლინებული,
რომლისთვისა თითონ ღმერთი
ყო ტანჯულ და ჯვარცმული.
კვლავ შეფერხდა ისტორია,
განახლების შესდგნენ ძალნი,
და კვლავ დღესასწალობენ
გამარჯვებულნი მტარვალნი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავ...ბაზალეთის ტბაბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო, წყლის ქვეშე, უცხო წალკოტი ჰყვავისო. მწვანეა მუდ...ნანანანა, შვილო, ნანინა! ნეტა რამ შეგაშინა? რაზედ შეჰკრთი, მტირალნი რისთვის მომაპყარ თვალნი? ჯერეთ ხომ შენი ბ...იანიჩარიაგერ რაზმიდამ ისკუპა ყარაბაღულმა მერანმა, შორსა გაჰფანტა თრთოლით ხმა მისმა რახტისა ჟღერამა... მიჰქრის, მი...ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში? რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ, ჩვენ წმინდა სი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026