kids.ge logo

თოვლის ბაბუ

ფავორიტებში დამატება

დაზამთრდა და სახლში სუფევს,
სახალწლო განწყობა,
მე და დედამ გადავწყვიტეთ,
ნაძვის მორთვა, აწყობა.

მთელ დღეს სახლში დავფუსფუსებთ,
სამზადისში ვართ ყველა,
მხოლოდ ფისოს ძინავს ზარმაცს,
ჩვენთვის სულ არა ცხელა.

ფანჯარასაც მიუსკუპდი,
თითით ვხატავ ფიგურებს,
ვიცი თოვლის ბაბუ ამ დროს,
მალულად რომ მიყურებს.

როგორ მიცემს იცით გული,
მასზე ფიქრს და ლოდინში?
ღამით კართან ვუდარაჯებ,
არ დავწვები ლოგინში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიზმარიდედიკო და მამიკო, ეს სიზმარი არ იყო, ღამით ცაში გავფრინდით, მე, ლუკა და მათიკო. ვითამაშეთ მთვარეზე, ვარსკ...Მოვალ ჩაგეხუტებიძლიერ მიყვარს შემოდგომა წითელ ყვითელ ფერებით, ბებო, სკოლას რომ მოვრჩები მოვალ მოგეფერები. გაზაფხულიც როგო...ფუტკარი და ბზიკიდღეს ფუტკარმა მომიტანა ქილით ქარვისფერი თაფლი, ასე მითხრა, გამოგიცხოს დედამ გემრიელი ვაფლი. ნეტავ, ასე სა...Მოსაწყენი გალიაარ მინდა რომ დავიჯერო, ლომს სჭირდება გალია. ზოოპარკის დირექტორო, უნდა გნახო, გცალია? გამოუშვი ჩემთან სტუმ...ექსკურსიადილით ადრე უნდა ავდგე, Რომ მოვაწყო ექსკურსია- ცუგა, ფისო და მამალი... გავამზადე დიდი სია. გთხოვთ დროულად ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026