kids.ge logo

ციცინო

ფავორიტებში დამატება
სასეირნოდ გაუშვა
თოვლში ბებომ ციცინო:
-არ იცელქო, იცოდე,
რაფერი იტკინო!
---
ბებომ ასე შეფუთა
გოგო ერთი ციდა:
სქელი ქურქი ჩააცვა,
სამი წყვილი წინდა.
თათმანები-
რი წყვილი,
ღუნღულა და
თბილზე თბილი.
შეკრულია ყველა ღილი,
არც ყური ჩანს
და არც ცხვირი!
ბოტი მშრალი,
ცხრა საცვალი
და შარვალი
თი ცალი!
ქუდმა დაფარა თვალი!
მოახვია თან თავშალი-
ციდა გოგო
გახდა მრგვალი...
---
გაბერილა ბურთივით-
ვეღარ დადის ციცინო,
როგორ უნდა იცელქოს,
როგორ უნდა ირბინოს?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026