kids.ge logo

ჭოროლა ან ჭაკუნა

ფავორიტებში დამატება

ხვალვე უნდა ვითამაშო
ჭოროლა ან ჭაკუნა,
თქვა თემომ და შინდის ტოტებს
ხელი მიკაკუნა.

თამაშისთვის საჭირო
ბურთი ანუ ჭოროლა,
და ჩოგნების დასათლელად
კაცი თითო-ოროლა.

ახსოვს ბაბუს მონაყოლი
ამ თამაშის წესები,
გაახსენდა მისი ორფა
კაფია და ლექსები.

ნახე როგორ გასახელო
ვითამაშებ დაღლამდე,
გამარჯვებულს ტაშით ხალხი
Მომაცილებს სახლამდე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026