kids.ge logo

დამალობანა

ფავორიტებში დამატება
ყველამ იცის რა არის,
ალბათ, დამალობანა,
ამ თამაშს კი წინ უძღვის,
თვალის დახუჭობანა.

თენგომ ხესთან იხუჭა
მანო ვეღარ იპოვა,
-ბუჩქებში დამალულა,-
ბღავის ნანას ნიკორა.
ახლა მანოს ჯერია,
გააგრძელეს თამაში,
თენგო თივაში შეძვრა,
ცუგომ შექმნა განგაში.
თემომ სამალავი,
ბოსელს დაგულა,
იქ კი გიას წაბლამ,
ცებ დაიზმუვლა.
ცხოველებიც დახტიან,
სიხალისე ჰფენიათ,
თვალხუჭიას თამაში,
მათაც მონდომებიათ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არაჩვეულებრივი კონცერტიშეიკრიბა ერთ მუშტად, მომღერალთა დასი, უნდათ ყველას აჩვენონ, მათ სიმღერის კლასი. ყვანჩალა და ჭრიჭინა, კრაზ...უცნაური სიზმარიმძინარ თემოს სიზმრად, ესმა ბაგა ბუგი, საბანს,ლეიბს და ბალიშს, აეტეხათ ჩხუბი. თვითონ მოჩხუბართ შორის, იყო ...წიწილადედიკო და მამიკო! - ეკითხება თამრიკო. -ადრე, გამოჩეკვამდე, ეგ წიწილა სად იყო?...ბაკურიანიმიქრის ტყეში კუკუშკა, ძლიერ ხმაურიანი, გველოდება მთის წვერზე, ჩვენი ბაკურიანი. უღრანი ტყე გვიხუტებს, ბუჩქ...ბეკეკუნას სიზმარიბეკეკუნამ ბაღჩაში, სულ შესანსლა ნეკერი, გაიზურთა მუცელი და შეწყვიტა პეტელი. ვაზის ძირში წამოწვა, თვალიც მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026