kids.ge logo

ცხენობანა

ფავორიტებში დამატება
გადამსხდარან ყმაწვილები
გამხმარ ჯოხის ცხენებზედა,
საჯირითოდ გამოსულან
ბექობსა და სერებზედა.
ზოგს აცვია, ზოგი კიდევ
ტანტალა და უქუდოა;
რაშებიც კი ისეთი ჰყავთ,
რომ სუყველა უკუდოა.

წინ მიუქრით მათ ბელადი
მხარმაღალი, ბეჭინი,
სხვებზე უფრო მოჯირითე,
მაგრამ ცოტა ეჭვინი,-
მას არ უნდა ჰყავდეს ტოლად
სხვა ბადალი ცხენოსანი
და იძახის: „აბა მომყვეს
ვინც ბიჭია, წვეროსანი!“

ძახის და მიაქროლებს
რაშს ფრუტუნით, ჭენებითა;
კან მისდევს მათ ლაშქარი
აღვირო ცხენებითა...
გერ ბელადს დაწი
სხვა მხედარი ყოყლოჩინა,
მერანს უკრა გვერდში დეზი
და გაჰკურცხლა თვითონ წინა.

მაგრამ ტაიჭს გახურებულს
თავი ვეღარ დაჭირა,
ხრამს გადევლო და მხედარი
გადმოვარდა თავდაყირა.
ამბობს, ცხენმა მიღალატა,
მაგრამ რა დროს ფიცილია?!
მოგანგლულ მხედრის თავზე
ხარხარი და სიცილია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთხოვარიგზის პირას იდგა მთხოვარი, სად ხალხი მიმოდიოდა, გამვლელ და გამომვლელთანა უძლურებაზე ჩიოდა: - დამიგდო ავადმ...ჩემო ტკბილო საქართველოვჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭი...ზამთარიბუნებამ ფერი იცვალა, დაცარიელდნენ ველები; წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ, ვინც იყვნენ წასასვლელები. ციყვმა მოძე...ახალი წელიინათა, ახალი წელიც გამოჩნდა თავისი ალმითა; სუყველას ჩამოუარა კარისკარ, ტკბილის სალმითა. ბალღებს შესძახა: ...პაწია მერცხალიმე პაწია მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე, მოალერსე; ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?! სიყვარულით,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026