kids.ge logo

ჭიაყელა და გაბრიელი

ფავორიტებში დამატება

გაზაფხულის ერთ მშვიდ დილას,
მზეს რომ ვეფიცხებოდი,
გაგიცანი და მალევე,
ძმობას გეფიცებოდი.

მე მიწაში გვირაბებს ვთხრი,
შენ მამხნევებ მაღლიდან,
რომ არ მოხვალ, გზას გავცქერი,
მიწისქვეშა სახლიდან.

ბევრი უნდა გეთამაშო,
სანამ მოვა ზამთარი,
სანამ ჩემს სახლს დაგიმალავს,
თოვლის თეთრი საფარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026