kids.ge logo

უცნაური ორთქმავალი

ფავორიტებში დამატება

სახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი
ნიავქარზე უფრო მალი -
დგას ბაქანზე ორთქმავალი.
დაგანახათ წამით ნეტავ,
უცნარი არის მეტად.
ერთმანეთზე გადაბმული,
ჩანს თერთმეტი სათაგური.
წინ ეწევა დიდი კასრი
და იმ კასრზე კბილებბასრი
ულვაშა და კუდფუმფულა
ფისუნია დასკუპულა.
მემანქანის ფორმა შვენის,
მემანქანის ქუდიც ხურავს
და ტკბილი ხმით უხმობს თაგვებს,
თან ხითხითებს ეშმაკურად:
- ვისაც უნდა ქალაქისკენ
ბილეთოდ გავაქროლო,
ბა, ჩქარა ამობრძანდეს,
ერთი წამი დაგვრჩა მხოლოდ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უცნაური კითხვაერთი ფიქრი დღე და ღამე არ ასვენებს ამ ჩვენს ლევანს: -შენ და მამას ნაადრევად თმაში თეთრი რად გერევათ? -უცნ...ჭიანჭველას გასაჭირიხვითქი გასდის ჭიანჭველას, ფეხსაცმელის მწმენდავს. ეხ, მუშტარი ამისთანა სულ არ ჰყავდეს ნეტავ! ხითხითებენ ფა...ლახტილახტი, ლახტი, ლახტუნა, ლახტს თამაშობს დათუნა. დაიჯაბნა ციყვუნამ, ახტუნა და ახტუნა. აუწითლა ლოყები, აუჭრელ...ორი ფისოფისოს ფისო ესტუმრა, მოეწონა ძალიან: - როგორა მგავს, თითქოს-და ჩემი ტყუპის ცალია. შავტუხაა ჩემსავით, გაბურ...ვანოტირის ბიჭი ვანიკო, მთელი ბაღი აიკლო, ესევიან ბავშვები: - ჩვენს ბაღში თუ დარჩები, წამით აღარ მოიწყენ ისე გ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026