kids.ge logo

ზ - არნაშო

ფავორიტებში დამატება

ზაზა და ზურა ზაფხულში
ზოპარკში რომ მივიდნენ,
ზარნაშო პირველად ნახეს,
პეშვით უყრიდნენ სიმინდებს.

ზაზა იძახდა: „შეხედეთ,
ვერ ვძღები მისი ყურებით,
როგორი გაწკეპილი აქვს
ბუმბულის გრძელი ყურები“...

ზურა ამბობდა: „ბუსა ჰგავს,
თავგასიბულს, დაჭყეტილს,
სადმე ტყეში რომ მენახა
ნამდვილად ვერ გავარჩევდი“.

ღამით დაძებს საკბილოს,
ჩამიჩუმს არ გაგაგონებს,
ძლირი, შავი ბრჭყალებით
ჭერს და სანსლავს თაგუნებს...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭ - ოტიჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო, კივის: „რატომ გათენდა?! მზე თვალებში მაჭყიტებს, მომაშორეთ აქედან!“ ჭანჭურიდან აჭყივ...წ - ერო გვირგვინოსანიწითელი წიგნიც ვისწავლოთ, სიმდიდრე მთის და ბარისა, ამ წიგნში წერენ მათ სახელს, ვინც ყველამ უნდა დავიცვათ დ...ც - ოცია კლდისგამოცხადდა შეჯიბრი, კლდეზე ცოცვა იწყება, არემარე ჩიტების ჟრიამულით ივსება. ცერზე დგება ციცაბო კლდესთან ცი...ქ - არიშხალაქარიშხალა ჰქვია ამ ჩიტს და ქარდაქარ დაქრის ჩქარა, გადასერავს ოკეანეს, სულ არ იცის რაა დაღლა. წინასწარ გრძ...კ - ოლიბრისაჩუქრად კარგი კალამი ან კაკანათი ვის უნდა?! ვინ გამოიცნობს რა ჰქვია ყველაზე ციცქნა ჩიტუნას?! ისეთი პაწაწ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026