kids.ge logo

ჭ - ოტი

ფავორიტებში დამატება

ჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო,
კივის: „რატომ გათენდა?!
მზე თვალებში მაჭყიტებს,
მომაშორეთ აქედან!“

ჭანჭურიდან აჭყივლდნენ
ჭინჭრაქა და ჭილყვავი:
„კარგად ყოფნა თუ გინდა,
ნორმალური იყავი!

საეჭვო ხარ, ჭირიმე,
კუღმართად შექმნილი,
დღისით - თვალდახუჭული,
ღამით - თვალდაჭყეტილი“.

ბუკნაჭომ თქვა: „რას ერჩით,
ჩემს მოდგმას და ნათესავს?!
თაგვებისგან ხომ ვიცავ,
ღამით ნახნავ - ნათესებს!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წ - ერო გვირგვინოსანიწითელი წიგნიც ვისწავლოთ, სიმდიდრე მთის და ბარისა, ამ წიგნში წერენ მათ სახელს, ვინც ყველამ უნდა დავიცვათ დ...ს - ირაქლემაის აფრიკის მშვენებაა, ჩიტია და აქლემს მოჰგავს, სულ არ იცის ცაში ფრენა, სირბილში კი თავს არ ზოგავს. გადაწო...ჭ - ინჭრაქაჭინჭრაქა თავის კოხტა კუდს მარაოსავით დააქნევს, ღობეში უყვარს შეძრომა და ღობემძვრალა დაარქვეს. იტყვიან: ჭი...ზ - არნაშოზაზა და ზურა ზაფხულში ზოოპარკში რომ მივიდნენ, ზარნაშო პირველად ნახეს, პეშვით უყრიდნენ სიმინდებს. ზაზა იძა...ტ - უკანიტყუპ ძმებს - ტატოს და ტარიელს რადგან ჩიტები უყვარდათ, მამიკომ ამერიკიდან ტუკანი ჩამოუყვანა. ასეთი ჩიტი უბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026