kids.ge logo

მ - ოლაღური

ფავორიტებში დამატება

მოლაღური ფრთამალი,
მალმალ მოქრის მაღლიდან,
მას არა და ბევრ სხვა ჩიტს,
ეს სისწრაფე დაღლიდა.

აფრიკაში ატარებს,
ზამთარს ცივს და სუსხიანს,
გულზე თითქოს ყვითელი
საღებავი უსვია.

მზის ჩასვლას და ამოსვლას,
გებება გალობით,
ყური უნდა მიუგდო,
თუ გინდა რომ ხარობდე.

ამტკიცებენ პაპები,
ბებოებსაც ჰგონიათ,
რომ ეს ჩიტი გალობით
ამბობს: „ბიჭო გოგიას!“

უსმენენ და არ სჯერათ -
არც მარის და არც სოსოს,
„თუთაბალა“ ჰქვია და
ბლის შემოსვლას გვამცნობსო.

რომელია მართალი
ვერ მორიგდნენ ამაზე,
მეც დავუგდე ყური და
ხან ისეა... ხან ასე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თ - ოხიტარაზამთარში თეთრი თოვლით რომ დაიფარება ფიჭვები და გუნდებს თოხიტარების დააფრთხობს გუნდი ბიჭების... ნაძვის წიწ...ქ - არიშხალაქარიშხალა ჰქვია ამ ჩიტს და ქარდაქარ დაქრის ჩქარა, გადასერავს ოკეანეს, სულ არ იცის რაა დაღლა. წინასწარ გრძ...ჩ - იტბატონაჩიტბატონას ამბავი განა მონაგონია?! უხსოვარ დროს მიწაზე ცეცხლი არა ჰქონიათ. ჩურჩულებდნენ, ჩიოდნენ, ჩიორები...პ - რანწიასაქართველოში ბინადრობს პაწია ჩიტი პრანწია, ის მეტად დაუდეგარი, მხიარული და ანცია. ბუზებსაც კარგად მიირთმე...ტ - უკანიტყუპ ძმებს - ტატოს და ტარიელს რადგან ჩიტები უყვარდათ, მამიკომ ამერიკიდან ტუკანი ჩამოუყვანა. ასეთი ჩიტი უბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026