kids.ge logo

თ - ოხიტარა

ფავორიტებში დამატება

ზამთარში თეთრი თოვლით რომ
დაფარება ფიჭვები
და გუნდებს თოხიტარების
დააფრთხობს გუნდი ბიჭების...

ნაძვის წიწვების ჩეროში,
ფრთოსნები შეიკრიბება,
მათ სათითაოდ ვინც დათვლის,
მართლა ყოჩაღი იქნება.

თეთრი ბადე თუ შენიშნე
არ მოცილო თვალები,
სადაც ობობას ქსელია,
იქ მოვლენ თოხიტარებიც...

სულ ერთი ბეწო ნისკარტით,
ყველა მწერს ყლაპავს სამ ლუკმად,
თუმცა, თოხივით ტარი აქვს,
თოხნა საერთოდ არ უყვარს...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ღ-აჟოის არ არის ღუნღულა, არც ღუღუნი არ იცის, ღაჟოს უნდა იცნობდეს ყველა ბიჭი - რაინდი! თუ ოცნებობ რომ გახდე მონ...კ - ოლიბრისაჩუქრად კარგი კალამი ან კაკანათი ვის უნდა?! ვინ გამოიცნობს რა ჰქვია ყველაზე ციცქნა ჩიტუნას?! ისეთი პაწაწ...რეინჯერი თომაგაზაფხულდა, გამოცოცხლდა, ჭალის ყველა ბინადარი, მზის სხივებით მოფენილი, აბიბინდა მთა და ბარი... გაეღვიძათ ...ფ - აეტონიპატარებო, ერთხელ ტყეში, მართლა დადგა დღე ზღაპრული, ბარტყებს შორის სილამაზის კონკურსია: „მის ზაფხული“. აფა...ძ - ერაროცა მინდვრად მეზობლები, ქერს და ხორბალს თესავენ, კრუხ-წიწილას თავს ევლება, კოხტა გოგო - კესანე. „წიწილებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026