kids.ge logo

ნ - ამგალა

ფავორიტებში დამატება

ერთ დილასაც რომ გათენდა,
ცელქი გოგო ნინო
ადრინად გაშურა
ტყეში სასეირნოდ...
ნიავმა რომ დაბერა
და გაფანტა ნისლი,
დანახა შავი ჩიტი
ჩამოვარდა მის წინ.
ნინომ ხელში აიყვანა,
მოფერა ნაზად,
გასინჯა ტანი, ფრთები,
არ სტკიდა არსად,
მაგრამ ფრენა არ შეეძლო,
ძლივს მიცოცდა წყალთან.
„რატომ ვერ ფრენ, გენაცვალე,
რით გიშველო,
რა ვქნა?!“
ვეტექიმთან წაიყვანა
ბოლოს ჩიტი ნინომ,
„იქნებ რამე გაგოთ და
იქნებ მომირჩინოთ!“
„ეს ნამგალა ჩიტი არის!“-
გაღიმა ექიმს,
სულ ცაშია და ვერ დადის
სუსტი, მოკლე ფეხით.
ფრენის დროს ჭამს,
ფრენის დროს სვამს
და მრავლდება ცაში,
თუ მიწაზე ჩამოვარდა,
ძლიერ უჭირს მაშინ.
ხელით უნდა ააფრინო,
ისროლო მაღლა,
მხოლოდ ასე გაფრინდება
და მთებს გადალახავს.
ნინომ გულით გახარა,
მერე ჩიტუნი
მაღლა ცისკენ გატყორცნა და
ხელიც დაუქნია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვ - არხვიხუჭუჭა ვარხვი გინახავთ? ბავშვებო, აბა, გამოტყდით! ვარხვისთვის ტბაში ცხოვრება არის ნამდვილი სამოთხე... ტურ...ბ - ოლოცეცხლაბოლოცეცხლას კი იცოდეთ, ბოლი არასდროს არ ასდის, არც ხანძრის გაჩენა უყვარს და არც ასანთით თამაში. ასე იმიტო...ჭ - ოტიჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო, კივის: „რატომ გათენდა?! მზე თვალებში მაჭყიტებს, მომაშორეთ აქედან!“ ჭანჭურიდან აჭყივ...ვასოს დაბადების დღეერთხელ კოლა ნებივრობდა, ნიგოზს მიირთმევდა ჭყინტად, უცებ თითქოს კეტი დაჰკრეს, ორი თვალი დააჭყიტა: ,,-უი, რ...ძ - ერაროცა მინდვრად მეზობლები, ქერს და ხორბალს თესავენ, კრუხ-წიწილას თავს ევლება, კოხტა გოგო - კესანე. „წიწილებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026