kids.ge logo

საზიარო ნაკვეთი

ფავორიტებში დამატება

ციყვი ციკო, თაგვი თენგო
და კურდღელი ამბაკო,
შეიკრიბნენ მუხის ძირას,
რომ მოლაპარაკონ.

საზიროდ შეძინეს
თურმე, მიწის ნაკვეთი,
მაგრამ ჯერ ვერ გადაწყვიტეს,
ერთად რა გაკეთონ.

ამბაკომ თქვა: - ყველაფერს სჯობს,
კომბოსტო რომ დავრგოთო.
მოსავალიც ბევრი იცის
და თან არის სარგოცო!

თენგო ამბობს: - ვის სჭირდება
ეგ კომბოსტოს თავები?
შენც ხომ იცი, მაგას არ ვჭამთ
ციყვები და თაგვები.

სჯობია, რომ მოვიყვანოთ
სიმინდი და ხორბალი.
კომბოსტოზე საჭირო და
სასარგებლო ხომ არის?

ციკოსაც აქვს თავის აზრი,
არც ერთს არ ეთანხმება:
- გვალვები რომ დაჭიროს,
ყველაფერი გახმება.

მერე რა ვქნათ, ზამთრისათვის
რაღა მოვიმარაგოთ?
თანაც, ყოველ გაზაფხულზე
ხელახლა რომ არ დავრგოთ,

ყოველ წელს რომ აღარ გვქონდეს
სათესი და სამკალი,
ჯობია, რომ მთელ ნაკვეთზე
გავაშენოთ კაკალი!

დავეს და იკამათეს,
საშველი კი არ ჩანდა.
მათ ლაპარაკს, თურმე, ხიდან
ყურს უგდებდა ყვანჩალა.

გადმოსძახა: - ვერ გავიგე,
საკამათო რა იყო?
ახლა ჩხუბობთ და მოსავალს
მერე როგორ გაიყოფთ?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელაკუდას სორომელაკუდა კლიენტს ეძებს - აბა, ვის გსურთ ბინაო? სორო, სამოთახიანი, უნდა გავაქირავო! სულ ახლახან გავაკეთე ქ...ლოკოკინაამ პატარა ლოკოკინას ნეტავ, ზურგი არ ეტკინა? სულ არ იცის, რაა დაღლა, სახლს დაათრევს აღმა-დაღმა. გულღიაა და...მგელიგალიაში უძლური ვარ, უძლური. დარდით გავხდი, არ გეგონოთ ტყუილი. მენატრება, უღრან ტყეში ძუნძული, ღამღამობით,...ციყვიაღარ სწავლობს ციყვი თავის გაკვეთილებს, თხილის დანახვაზე აკაწკაწებს კბილებს. წიგნს არ იღებს ხელში, კითხვა ...თოვლის შვილიშვილიგაუჭირდა თოვლის პაპას, ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს. დავბერდიო, - ასე ამბობს, - მხნედ ვიყავი შარშან ამ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026