kids.ge logo

რ - ემეზი

ფავორიტებში დამატება

მინდა, მოგმართოთ გოგონებს,
გამრჯე, ხელმარჯვე პრანჭიებს,
ვინ სწავლობთ ქსოვას ჩხირებით,
სუყველამ ხელი ასწიეთ.

რადგან უკვე გაქვთ ძაფები
და მაკრატელი თავისი,
იქნება ფიქრობთ , თქვენსავით
ქსოვა არავინ არ იცის?!

ნუ აჩქარდებით, თუმცა კი,
დედიკო გიქებთ ნახელავს,
ჯერ გაცანით ეს ჩიტი,
რემეზი ჰქვია სახელად.

თურმე ჩიტებსაც ჰყოლიათ,
ქსოვის ნამდვილი ოსტატი,
მატყლისგან ბუდე მოქსოვა,
რემეზმა გასაცარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შ - აშვი მცინარიშოთა და მაშო, ბავშვებო, ცელქი და-ძმანი არიან, სოფლად ცხოვრობენ და უყვართ შალშავის ჭამა ძალიან. გუშინაც ტყ...ჩ - იტბატონაჩიტბატონას ამბავი განა მონაგონია?! უხსოვარ დროს მიწაზე ცეცხლი არა ჰქონიათ. ჩურჩულებდნენ, ჩიოდნენ, ჩიორები...მ - ოლაღურიმოლაღური ფრთამალი, მალმალ მოქრის მაღლიდან, მას არა და ბევრ სხვა ჩიტს, ეს სისწრაფე დაღლიდა. აფრიკაში ატარე...ნ - ამგალაერთ დილასაც რომ გათენდა, ცელქი გოგო ნინო ადრიანად გაეშურა ტყეში სასეირნოდ... ნიავმა რომ დაუბერა და გაფანტ...ვასოს დაბადების დღეერთხელ კოლა ნებივრობდა, ნიგოზს მიირთმევდა ჭყინტად, უცებ თითქოს კეტი დაჰკრეს, ორი თვალი დააჭყიტა: ,,-უი, რ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026