kids.ge logo

შ - აშვი მცინარი

ფავორიტებში დამატება

შოთა და მაშო, ბავშვებო,
ცელქი და-ძმანი არიან,
სოფლად ცხოვრობენ და უყვართ
შალშავის ჭამა ძალიან.

გუშინაც ტყეში წავიდნენ,
რომ დაეკრიფათ ეგ ხილი,
მაგრამ მოესმათ პატარებს
ბუჩქიდან რაღაც ძახილი.

ხან, თითქოს მგელი ყმუდა,
ხან, კივილს ჰგავდა ტურების,
შოთა და მაშო შეჩერდნენ,
შიშით დაცქვიტეს ყურები.

ვერ დაშოშმინდნენ ვერაფრით,
იდგნენ და რა არ იფიქრეს,
შალშავიც ვეღარ მოკრიფეს,
მალე მოკურცხლეს შინისკენ.

ბებომ იცინა: ეგ ცელქი
ჩიტუნას ონიო,
ის ტყეში ყველა ხმას ბაძავს
მცინარი შაშვი ჰქვიო.
მშიშრებო, ამასობაში,
შალშავიც მოლიო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჰ - არპიყველა ჩიტი არ გეგონოთ ღუნღულა და უწყინარი, მაგათაც ჰყავთ, პატარებო, ერთი გველეშაპის დარი. თუ გამოჩნდა იგი...ტ - უკანიტყუპ ძმებს - ტატოს და ტარიელს რადგან ჩიტები უყვარდათ, მამიკომ ამერიკიდან ტუკანი ჩამოუყვანა. ასეთი ჩიტი უბ...წ - ერო გვირგვინოსანიწითელი წიგნიც ვისწავლოთ, სიმდიდრე მთის და ბარისა, ამ წიგნში წერენ მათ სახელს, ვინც ყველამ უნდა დავიცვათ დ...დ - ურაჯიდურაჯი თითქოს დარაჯად, უდგას მდინარის დაბლობებს, დამალულია გულდაგულ და ჭია-ღუას აგროვებს. აქვს დიდი, თეთრ...გ - უგულიფრინველებმა ერთ დღესაც სასამართლო მოაწყვეს, ქარაფშუტა გუგულზე ხმა მოჰფინეს მთლიან ტყეს: ,,გუ-გუ ,გუ-გუ, გ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026