kids.ge logo

ჩ - იტბატონა

ფავორიტებში დამატება

ჩიტბატონას ამბავი
განა მონაგონია?!
უხსოვარ დროს მიწაზე
ცეცხლი არა ჰქონიათ.

ჩურჩულებდნენ, ჩიოდნენ,
ჩირები - საწყლები,
ჩანს თუ დავრჩით უცეცხლოდ
სიცივისგან გავწყდებით.

ღმერთთან უნდა ვაფრინოთ
ჩვენგან ჩიტი საჩქაროდ,
- აბა, ვინ გვყავს მამაცი
გული რომ გაგვიხაროს?!

ჩიტბატონა აღმოჩნდა
ის ყოჩაღი ფრინველი,
ვინც აფრინდა ღმერთამდე
მოწყალების იმედით.

მან ცეცხლი წამოღო,
მაგრამ დაღლილს სიშორით,
გზად ბუმბული დაეწვა,
დარჩა სულმთლად შიშველი.

მობუზა ჩიტუნა,
კანკალდა, ატირდა,
ცეცხლობა არ ჯობდა?
ამ ტანჯვისთვის რა მრჯიდა?!

ფრინველებმა უწამლეს
ჩიტბატონას საწუხარს,
თითო -თითო ბუმბული
ყველა ჩიტმა აჩუქა.

დაფასდა გმირობა,
ვალში არ დარჩენიან,
დღეს ეს ჩიტი ყველაზე
ლამაზი და ჭრელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჰ - არპიყველა ჩიტი არ გეგონოთ ღუნღულა და უწყინარი, მაგათაც ჰყავთ, პატარებო, ერთი გველეშაპის დარი. თუ გამოჩნდა იგი...ზ - არნაშოზაზა და ზურა ზაფხულში ზოოპარკში რომ მივიდნენ, ზარნაშო პირველად ნახეს, პეშვით უყრიდნენ სიმინდებს. ზაზა იძა...კ - ოლიბრისაჩუქრად კარგი კალამი ან კაკანათი ვის უნდა?! ვინ გამოიცნობს რა ჰქვია ყველაზე ციცქნა ჩიტუნას?! ისეთი პაწაწ...პ - რანწიასაქართველოში ბინადრობს პაწია ჩიტი პრანწია, ის მეტად დაუდეგარი, მხიარული და ანცია. ბუზებსაც კარგად მიირთმე...მ - ოლაღურიმოლაღური ფრთამალი, მალმალ მოქრის მაღლიდან, მას არა და ბევრ სხვა ჩიტს, ეს სისწრაფე დაღლიდა. აფრიკაში ატარე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026