kids.ge logo

ხ - ოხობი

ფავორიტებში დამატება

ხოხობს გაგაცნობთ, ბავშვებო,
და ვხარობთ უკვე ამ ამბით,
ხალხი ამბობს რომ არა ჰყავს
ჩვენს კოლხურ ხოხობს ბადალი.

უხსოვარ დროდან ამ ჩიტზე
მრავალ ლეგენდას ვინახავთ,
ხოხბის ყელივით ლამაზი
მე არაფერი მინახავს.

საქართველოდან გავრცელდა
დედამიწაზე ეს ჩიტი.
სხვა სიახლესაც შეხვდებით,
თუ ხართ კითხვაში ბეჯითი.

თხოვთ გამიმხილეთ კითხვაზე
პასუხი ყველამ თანხმობით:
- ვისი დედიკო ამზადებს,
საკეთესო ჩახოხბილს?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩ - იტბატონაჩიტბატონას ამბავი განა მონაგონია?! უხსოვარ დროს მიწაზე ცეცხლი არა ჰქონიათ. ჩურჩულებდნენ, ჩიოდნენ, ჩიორები...ი - ხვი ფართოცხვირაპაწაწინა იხვმა ფართოცხვირა მიმიმ აიჩემა ერთხელ: „რად მაქვს დიდი ცხვირი?! სად გამოვყო თავი, ხალხში ასე ვივ...ჯ - ეილურჯთვალება ჩიტი ჯეი, თავს იწონებს ლურჯ კაბაში, ჯინჯილები დაიკიდა, თან ჯადოსნურ სუფრასაც შლის. ჯამით დადგ...ე - შმაკუჭაეშმაკუჭა სულ არა ჰგავს ეშმაკს, ფრთის ფარფატით აიჭრება ცაზე, არ ვიცოდი, გამიკვირდა, თურმე მთაში ოფოფს ეძახ...კ - ოდალააკაკუნებს კოდალა, კაკ-კუკ, კაკ-კუკ, კა-კა-კა... ის ტყის სანიტარია, დროს ტყუილად არ კარგავს: - ქალბატონო ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026