kids.ge logo

თოჯინების თეატრში

ფავორიტებში დამატება

შეიკრიბა სცენაზე
ცხოველების ჯარი,
სურთ გაგონ, ყველაზე
ძლერი ვინ არი.

ზრდილად, ამხანაგურად,
წამოწყო თაგუნამ:
- სულ არა ვარ ენამზე,
როდი ვამბობ ახალს,
უძლეველი ყველაზე
ფისუნია გახლავთ!

მაგრამ ფისო-ფისუნამ
მოსმენაც არ ისურვა.
- აღარც მე ვარ ენამზე,
არც მე გეტყვით ახალს,
უძლეველი ყველაზე
მურიკელა გახლავთ.

მურიამ თქვა:
- გავიგოთ,
სულ არ არის ძნელი,
ჩემი აზრით, ყველაზე
ძლირია მგელი!

მგელმა სიტყვის სათქმელად
წია თათი:
- უძლეველი ყველაზე
რის ძია დათვი.

დუდღუნდა დათუნა:
- ასეთი რამ სად თქმულა!
ყველამ იცის, ყველასთვის
ვარ სიკეთის მდომი,
მაგრამ ნუ გავიწყდებათ,
ქვეყნად არის ლომი!

იქვე ახლოს სიცილით
ჭაჭება მელია:
- სულელები! შეხედეთ,
საქმე შემოლიათ?!
ვისაც ვისი შიში აქვს,
ალბათ გამოცანით: -
მისთვის ქვეყნად ყველაზე
ღონირი ის არი.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026