kids.ge logo

ხ - ოხობი

ფავორიტებში დამატება

ხოხობს გაგაცნობთ, ბავშვებო,
და ვხარობთ უკვე ამ ამბით,
ხალხი ამბობს რომ არა ჰყავს
ჩვენს კოლხურ ხოხობს ბადალი.

უხსოვარ დროდან ამ ჩიტზე
მრავალ ლეგენდას ვინახავთ,
ხოხბის ყელივით ლამაზი
მე არაფერი მინახავს.

საქართველოდან გავრცელდა
დედამიწაზე ეს ჩიტი.
სხვა სიახლესაც შეხვდებით,
თუ ხართ კითხვაში ბეჯითი.

თხოვთ გამიმხილეთ კითხვაზე
პასუხი ყველამ თანხმობით:
- ვისი დედიკო ამზადებს,
საკეთესო ჩახოხბილს?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზ - არნაშოზაზა და ზურა ზაფხულში ზოოპარკში რომ მივიდნენ, ზარნაშო პირველად ნახეს, პეშვით უყრიდნენ სიმინდებს. ზაზა იძა...კ - ოჭობამეტყვით, რა ლამაზია, ერთხმად, არა ორჭოფად! მეც გუშინ გავიცანი, ეს ფრინველი - კოჭობა... უყვარს თერგის ხეობ...ყ - ანჩაყანჩაზე უნდა მოგიყვეთ, აბა, მოსწიეთ ყურები! მოგზაუროდნენ ერთხელაც ბუნებისმოყვარულები. ჰოდა, ჩამოსხდნენ ტბ...ო - რბიმთაზე ორად გაპობილი მოსჩანს თეთრი ლოდი, იმ ლოდიდან დაბლობისკენ მოქრის ორი ორბი. ყელზე თეთრი საყელო აქვთ, ...რეინჯერი თომაგაზაფხულდა, გამოცოცხლდა, ჭალის ყველა ბინადარი, მზის სხივებით მოფენილი, აბიბინდა მთა და ბარი... გაეღვიძათ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026