kids.ge logo

ჰ - არპი

ფავორიტებში დამატება

ყველა ჩიტი არ გეგონოთ
ღუნღულა და უწყინარი,
მაგათაც ჰყავთ, პატარებო,
ერთი გველეშაპის დარი.

თუ გამოჩნდა იგი ცაზე,
ღარ არის იქ დრო მოცდის,
ჰარპი ჰქვია და ნამდვილად
ფრინველებში არის მონსტრი.

რომ შეხედავ, შეგაშინებს,
გამჭოლ მზერით, ტანად სრული,
თითქოს ადამიანს ჰქონდეს
ჩიტის ფორმა გადაცმული.

ჰარპი ჰაერს რომ მიპობს,
თითქოს ელვამ გადირა,
ამ დროს ყველა ფრინველს უჯობს,
რომ არ სტვენდეს ჰარი-ჰარად.

მსხვერპლს თუ მოჰკრა ჰარპმა თვალი,
არ აშინებს სულაც მტერი,
გინდ უძახე: „ჰაუ, ჰაუ“
გინდ უძახე: „ ჰერი, ჰერი...“

დაცხრება თავს საკბილოს,
ჰგავს სისწრაფით ჰარპი ვულკანს,
რას მეტრზე ხედავს კენჭებს,
კლანჭები კი ალმასს უგავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მ - ოლაღურიმოლაღური ფრთამალი, მალმალ მოქრის მაღლიდან, მას არა და ბევრ სხვა ჩიტს, ეს სისწრაფე დაღლიდა. აფრიკაში ატარე...ჭ - ინჭრაქაჭინჭრაქა თავის კოხტა კუდს მარაოსავით დააქნევს, ღობეში უყვარს შეძრომა და ღობემძვრალა დაარქვეს. იტყვიან: ჭი...თ - აფლიჩიტაბევრ პატარას გააოცებს, ვიცი, თაფლიჩიტას უცნაური ნიჭი, ის ერთ წამში გაპოვნინებს ტყეში ფუღუროებს თაფლისა და...პ - რანწიასაქართველოში ბინადრობს პაწია ჩიტი პრანწია, ის მეტად დაუდეგარი, მხიარული და ანცია. ბუზებსაც კარგად მიირთმე...ლ - აკლაკი„ქალაქობანას“ თამაშობს ლაკლაკის მთელი ოჯახი. ჩამოირიგეს ფურცლები, კალამიც ყველამ მონახა. ქალაქი „ლ“-ზე ლო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026