kids.ge logo

საოცარი ქვეყანა

ფავორიტებში დამატება
ზღაპრის გუდა ამ დილით,
გზაზედ შემომეყარა,
მითხრა თურმე არსებობს,
საცარი ქვეყანა,

გასაკვირად ჩვენისა,
დავიწყნიათ იქ მტრობა,
სიყვარული ბატონობს,
მეგობრობა და ძმობა.

დახეთ ჰოი საოცრება,
მამალს ახლავს მცველია,
და ეს მცველი ვინ არის?
კუდფუმფულა მელია.

ბეღელში კი თაგვები,
სიმინდს ფშვნიან,მღერიან,
იხვები არხენად,
დედას ელოდებიან,

ხელკავით სეირნობენ,
ბაყაყი და გველი,
მინდვრად კრავსა სდარაჯობს,
ის მსუნაგი მგელი.

მშვიდად სძინავს ხუხუნებს,
დიდი ძაღლი ,,დისო’’
მის ზურგზე დასკუპულა,
პაწაწინა ფისო.

ფუტკრებს კი დაწურავთ,
თვისი თაფლის ფიჭა,
სტუმრად დათვი მოვიდა,
დინჯად მობიჯა.

მონადირემ თურმე,
გადააგდო თოფი,
ჩიტი ლაღად ჟღურტულებს,
ტოტზე ზის ოფოფი.

მერცხალი კი ჭიკჭიკით,
დაქოთქოთებს ბუდეს,
მტერი არვინ არა ჰყავს,
სიყვარული სუფევს.

ეს ზღაპარიც დრობით,
დავასრულოთ უნდა,
კვლავ გეწვევათ ძილის წინ,
თქვენ ზღაპრების გუდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზემ მოიკრიბა ძალ-ღონემზემ მოიკრიბა ძალ-ღონე, გახია ღრუბლის ვუალი, შეგვპირდა,არ მიმაგვატოვებს, ყოველ დღე თქვენთან მოვალო. თვალს...ტანძიამიყვარს ეს ედემ აღები, ეს ჩემი ტკბილი ტანძია, ასეთი სამშობლოს ქონა, ყველასთვის დიდი განძია. დიდი გული აქვ...მურიაქუჩაში, ეზოს გადაღმა, რად დარბის ძაღლი მურია? აკი გვასწავლეს, რომ ისიც, ცხოველი შინაურია....დედა თბილისიგაგა ძლიერ მოხიბლა, ჩვენი დედა თბილისმა, მისთვის იქცა იმ დღიდან, თითქოს სულის თილისმად. ეს მაღალი სახლები...ლოცვა-ნანინადედა-შვილობის მადლითა, ქრისტე ღმერთის დალოცვითა, დაიძინე, ციცქნა შვილო, იმედო და თვალის ჩინო. ანგელოზი გე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026