kids.ge logo

ლილე და ჭია-მაია

ფავორიტებში დამატება

ჭია-მაიას როგორ უხდება,
კოპლებინი კაბა?
და ხელის გულზე თუ კი დაისვამ,
გაგიფრინდება სწრაფად.
სე პატარა,ასე ლამაზი,
ვინ შეკერა ვინა?
ის გაზაფხულმა შეღება და
მოკოპლა წვიმამ..
წითელი კაბა, შავი ლაქებით,
ალბათ მეც მომიხდება,
სადანა მოდის ეს გაზაფხული,
ან წვიმა როგორც ჩნდება?
ბევრს თუ ვისწავლი, კიდეც შევიტყობ,
რა,სად და როდის ჩნდება?
მაინტერესებს; ჭია-მაიას
კაბა თუ გაუცვდება,
მერე კაბა, როგორ იშოვოს,
ან როგორ იფრენს გზაში?
თუ დაუსველდა, როგორ გაიშრობს,
რა ეშველება მაშინ.
თურმე ის კაბა არ უსველდება,
ცხობრობს ბალახის სახლში,
სწორედ ის იცავს წვიმისაგან და,
წყალს კი ისრუტავს ხავსი.
...კაბას დედიკო ალბათ მიყიდის,
ფრილას კოპლებიანს,
ჭია-მაიას ნუ კი დამარქმევთ,
მე ხომ სულ ლილე მქვია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბეკეკას ამბავიიყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი კი არა, ერთმა ბეკეკამ მინდორი კუნტრუშით შემოიარა, უკნ მისდევდა ბუთქუნა, ...თვითმცლელიზურტურიტომ მაჩუქა, ეს სატვირთო მანქანა, და იმას ჰგავს იქ, ტყეში ქვები ძირს რომ დაყარა. იცით როგორ ვთამაშო...გილოცავთ ნიკოლოზობას!წმინდა ნიკოლოზი ყველას მფარველია! ვინც გულით ევედრება, ამქვეყნად გასაჭირი, ანდა განსაცდელი, ვისაც კი შეხვ...თაგუნიათაგუნია ცხოვრობს ხვრელში, როგორ ხედავს ნეტავ ბნელში? საჭმელი რომ მოიპაროს, ღამით დადის ყველგან, ჭერშიც. ს...მათემატიკური მოქმედებები1. ხაზები თუ გადაკვეთს, ჯვარედინად ერთმანეთს, რას ვაკეთებთ,რა ხდება? რა მოქმედებას ვარქმევთ?გ - - - - - -...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026