kids.ge logo

გაზაფხულის მაყრები

ფავორიტებში დამატება
მიპარება ზამთარი,
ძალ-ღონე გამოლია,
და თვალს არიდებს გაზაფხულს!..
რა ცუდი მასპინძელია!

კარის-კაცები თან მიჰყავს:
ანთება, სურდო და ხველა:
“წინ წყალი, უკან მეწყერი!..
წყალმა წაღო სუყველა!”..

მის ნაცვლად ველით გაზაფხულს:
ჟუჟუნა, მშვენირია!..
მისი ტანისამოსი
ცხო და მრავალფერია!

წინ მოუძღვიან ჩიტები
მაყრულით სამურითა,
ბულბული ჩანგით დახვდება
და შაშვი სალამურითა.

მერცხალი მახარობელი
ჭიკჭიკით მონავარდე
და სუნნელების მფრქვეველად
მზად ზამბახ, ია, ვარდია.

ქვეყანა მაჯას გაიხსნის,
გული დაწყებს ძგერასა
და სადუმლო სიმებით
წყებს ბუნება ჟღერასა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩანგურიმე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს! ე...თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...გორიგორო, ქართლის შუაგულო მეთაურო ქართლისაო, ადრე ღირსად წამებულო, დღესაც მთქმელო მართლისაო! ძირს გორის-ჯვარი...ხანჯალსშენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!.. გლესავ და გლესავ,...სალამურისად ხარ, ჩემო სალამურო, ხმატკბილო და საამურო, რომ შენის ხმით ჩრდილოეთში ქართველს გული გამიხურო! როცა მწყე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026