kids.ge logo

გილოცავთ ნიკოლოზობას!

ფავორიტებში დამატება

წმინდა ნიკოლოზი
ყველას მფარველია!
ვინც გულით ევედრება,
ამქვეყნად გასაჭირი,
ანდა განსაცდელი,
ვისაც კი შეხვდება!
ყველას ეხმარება!
გზაში და ჰაერში,
მორწმუნეს, ურწმუნოს,
წყალსა და ხმელეთზე,
სადაც უნდა იყოს...
ღონდ კი ირწმუნოს!
წმინდა ნიკოლოზმა,
თავის საქმებით
თავი შეგვაყვარა!
გვლოცავს, გვეხმარება...
თავის საფარველქვეშ,
როცა შეგვაფარა!
ახლაც გვეხმარება,
ის არ დაგვზარდება!
და ჩვენც ნუ მოვიწყენთ
მისადმი ვედრებას...
ლოცვას,დაუჯდომელს,
აღვავლენთ, მოვისმენთ!
ის მსწრაფლშემწეა და
მსწრაფლშემსმენელი
საფრთხეს აგვარიდებს,
კიდევაც დაგვიცავს,
გაგვიყვანს სამშვიდობოს,
რწმენაში განგვამტკიცებს!
წმინდა ნიკოლოზი,
შუამდგომელია,
ჩვენსა და ღმერთს შორის,
და გამოსავალს,
ვინც კი თხოლობს
სულ ყველა იპოვის!
მფარველო ჩვენო,
წმინდაო ნიკოლოზ,
გმადლობთ და გიგალობთ,
თხოვნა შემწების,
ღონდაც შევძლოთ ...
ღონდაც ვისწავლოთ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დამარხულ არს.....დედა ენავ, დედა ენავ, ჩვენო განძო ქართულო, აკინძულო ანბანით და სიტყვებით მოქარგულო. თითოეულ ასო ნიშანს ღრ...თვითმცლელიზურტურიტომ მაჩუქა, ეს სატვირთო მანქანა, და იმას ჰგავს იქ, ტყეში ქვები ძირს რომ დაყარა. იცით როგორ ვთამაშო...სწავლა მომწყურდასკოლას მოვაშურე სწავლა მომწყურდა, დავეწაფები წყაროს ცოდნისას, ვიცი ეს შრომა, უქმად არ ჩაივლის და აუცილებლ...როგორი და რის ფერია?გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი - ფერადია, პეპლების ფრთების ფერია, ჩითებივით ჭრელიც არის და... ყოჩივარდებისფერია. ზ ა ფ...რთველიყურძნის მარცვლებში მზის შუქი მომწყვდეულა, ქარვისფრად შემღვრეულა მტევნები... რა სილამაზეა, ჩხები და აკიდო....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026