kids.ge logo

მინდა ვხატო

ფავორიტებში დამატება

ღრუბელი რომ დავხატოთ,
ბამბასავით ქათქათა,
ჯობს არ გავაფერადოთ,
შემოვხაზოთ კარგად და...
მოვავლოთ საღებავში
სახატავი ფუნჯი
და დავხატოთ ზეცა,
ცისფერი ან ლურჯი.
მერე ზეცას მივუხატოთ
დისკო მზისა, მუქი,
ყვითელი მზის გარეშე ,
არ გვექნება შუქი.
მუქი, მუქი მწვანე
მოვიდეს ყანა,
ჯეჯილად რომ იქცეს
უნდა მზე და წვიმა.
თან დავხატოთ სახლი ,
ხე და ყვავილები,
ფერად -ფერადები,
ზოგი გაშლილები.
ყველა ფერის საღებავი,
დაგვჭირდება ახლა,
რომ მოვხატოთ თუთიყუში,
ხეზე შევსვათ, მაღლა.
...მიყვარს მრავალნარი
ფუნჯ-საღებავები,
მინდა გავხდე მხატვარი,
როცა გავიზრდები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნე - ნანაჩვილ იესოს იოსებმა, მწვანე ნაძვი მიართვა ფიფქის ნაცვლად მას ფერადი ნაჭერები მიაბა. ვარსკვლავები ზეციდან, ...თვითმცლელიზურტურიტომ მაჩუქა, ეს სატვირთო მანქანა, და იმას ჰგავს იქ, ტყეში ქვები ძირს რომ დაყარა. იცით როგორ ვთამაშო...ერთიდან ოცამდეგიო ხდება სამი წლის, გამოიცნობს რ ი ც ხ ვ ე ბ ს! ბებო უწერს ლექსებს იქნებ უფრო მიხვდეს! .... დათვლას სწავ...მგზავრობაში მფარველობისთვისდაგვიფარე, ანგელოზო, მცველად გვექმენ გზაში, მშვიდობიანად გვამგზავრე, ავდარსა თუ დარში... ჩვენო მფარველო წ...გილოცავთ ნიკოლოზობას!წმინდა ნიკოლოზი ყველას მფარველია! ვინც გულით ევედრება, ამქვეყნად გასაჭირი, ანდა განსაცდელი, ვისაც კი შეხვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026