kids.ge logo

პატარა ბიჭის ნატვრა

ფავორიტებში დამატება

სამაჩაბლოს გადავიხდი ქორწილს,
შემოვძახებ ჩაკრულოს და რეროს!
და ვასწავლი ჩემს ოს თანატოლებს,
რომ ცხინვალი არის საქართველო !
სანადიმოდ აფხაზეთში წავალ-
გადავივლი ცხრა მთასა და მდელოს.
ბავშვობიდან ჩავუნერდოთ ყველას,
რომ სოხუმი არის საქართველო !
სიყვარულით კვლავ გავითბობთ გულებს
არ გვჭირდება საზღვარი და ხაზი.
ერთინი საქართველოს ზეცას
დამილოცავს ოსიც და აფხაზიც.
მონატრებულს დაგიკოცნი მიწას.
კაცს ვერ ვიტან ორგულსა და ორპირს.
საქართველოს დროშას გავშლი მალე
და ცხინვალში გადავიხდი ქორწილს!!!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალი წელიაახალი წელია, ავავსოთ თასები, დავლოცოთ ეს ჭერი, ფუძე და კერია. რეკავენ, რეკავენ, რეკავენ ზარები იმედის მომ...ბებიაროგორ შემიძლია ბებო არ მიყვარდე, როგორ დაგიკარგო ამაგი. სულ რომ არაფერი, მშობელი მაჩუქე, ეს არის ყველაზე ...ვიტამინებითუ გსურს იყო ჯანმრთელი და არ გახდე სნეული, ბევრი უნდა მიირთვა ხილი და ბოსტნეული. ბროკოლი და სტაფილო, ვაშლ...შემოდგომასხვანაირი შემოდგომა იცის ჩვენში, მზის სხივების ნაჩუქარი ფერი მეტობს. სხვა გემო აქვს ჩემი ქვეყნის ხილს და ...გაზაფხული მობრძანდებაგაზაფხული მობრძანდება, ჩიტუნებიც მოფრენილან. ია-იებს, ყოჩივარდებს, გაუღიმა მარტის დილამ. თოვლი ნელა იპარე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026