kids.ge logo

ბაღში

ფავორიტებში დამატება

ჭიკჭიკებენ ჩიტუნები
და გალობენ შაშვები,
მხირულად თამაშობენ,
ბაღში ცელქი ბავშვები.
ოქროს ფერი მზის სხივები
გვეხვევიან, გვათბობენ;
და გაშლილი ყვავილები
სურნელებით გვათრობენ.
წყნარად, ჩუმად ფარფატებენ,
ფრთახატულა პეპლები...
ღმერთო, გმადლობ, გაზაფხულით
ყველას თავს რომ გვევლები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზურიკო1 - რატომ სტირი ზურიკო? გაგაბრაზა ვინა? - ვტირი, აბა დედიკო, როგორ მომეთმინა? იმ პატარა გოგონამ, თინა როა...რექსიგარეთ უნდა რექსის, მაგრამ სცივა ვატყობ. ვეფერები თავზე და ალერსით ვათბობ: - ნუ კანკალებ, რექსი, შეგიკერავ...ფისო მიწევს ფეხებთან- თამუნია, რა მოხდა? ასე რად გეცინება? - გეტყვი, გეტყვი, დედიკო, ვიცი, არ გეწყინება. ფისო მიწევს ფეხებთან...მითხარ, ქარო!- მითხარ, ქარო! რატომ დაჰქრი? ხეებს ტოტებს რად ულეწავ? მტვერს თვალებში რატომ გვაყრი? დავარცხნილ თმებს რად...ჩემო ბებო ლამაზო!დღეს მე დასაძინებლად ჩემს დედიკოს მივყვები; გაგებუტე, ბებია, ზღაპარს რომ არ მიყვები. კარგი, ნუ გაბრაზდები...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026