kids.ge logo

პატარა შეყვარებული

ფავორიტებში დამატება

მე ერთ გოგოს მოვწონვარ,
ლამაზია საოცრად.
გუშინ ბაღში რომ შევხვდი,
ვაკოცე და მაკოცა.
ჩვენ სულ ერთად ვთამაშობთ,
ახლოს არვის ვაკარებ.
და ხელ ჩაკიდებულსა
აქეთ-იქით ვატარებ.
სავით მორცხვია,
მის ხმას ვერც კი გაგებთ.
ჯერ არ ვიცი რა ჰქვია,
ხვალ რომ ვნახავ, გავიგებ.
.ბაღის მასწავლებელი,
სულ ღიმილით გვიყურებს.
ერთად რომ დაგვინახავს,
ჩვენ გვეძახის: ,,გუგულებს"

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026