kids.ge logo

ლუკა და ბებო

ფავორიტებში დამატება

სე ძლიერ უყვარს,
თავის ლეკვი ლუკას;
რომ ჭამის დროს მუდამ
ყოფს ყოველ ლუკმას.
ბებია კი, ტუქსავს,
ლუკას, ამის გამო:
- ძაღლს ნუ აჭმევ იმას,
რაც შენ უნდა ჭამო.
მართალია, ლეკვი,
გიქიცინებს კუდსა,
მაგრამ ნუ მიაჩვევ,
ყოფაქცევას ცუდსა.
- ვიცი, ბებო, ცუდად,
რომ ვიქცევი, ვიცი;
მაგრამ მშიერ ლეკვის
სიბრალულით ვიწვი.
სე მიმზერს,როცა
ვიღებ ლუკმას ხელში;
თუ არ გავუყავი,
არ გადამდის ყელში!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026