kids.ge logo

მე შენი ტრფობით ვერ გავძეხ

ფავორიტებში დამატება
მე შენის ტრფობით ვერ გავძეხ,
შენ — ჩემის სიძულვილითა.
ვერ გიღალატებ მაინცა,
თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა,
გულ-დაკოდილი შენგანა
მითაც ღმერთს გახვეწებ სიტყვითა.
გახვეწებ, ვემუდარები
ცეცხლის მქშინავის პირითა,
გარშემო შემოხაზულა
ცხელის ცრემლების მილითა.
თანაც დაგბრუნავ თავზედა
ჩემის ჯვარცმულის ფიქრითა.
შენ ამას არაფრად აგდებ,
მოხვალ, ზედ მდგები წიხლითა.

უცვლელი ვრჩები მაინცა
ჩემის წადილით დიდითა,
სამყაროს იქით რომ მიდის,
მომაკვდავთ განა იცითა?!
წვრილმანს, ჩანჩალა აზრებსა
ვილალავ აქეთ-იქითა:
არ დამიშალონ მიმოსვლა
ღმერთთან ამ გრძნობის ხიდითა.
შენი ვარ დიდი ერთგული,
ვერვინ შემხედავს იჭვითა.
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
თუნდ შხამს მასმევდე ჯიხვითა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გიორგი სააკაძის სურათზედცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს...ჩემის კაცობის გვირგვინოჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო. არ მიმეფარო თვ...უნუგეშო ყოფნაიას, ბნელს ხევში მოსულსა, დიდი ჭანდრები ჰფარავდა, ეწადა დიდხანს სიცოცხლე, წადილს აღარა ჰმალავდა: ინაბებოდ...ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...წიწილაქორმა წიწილა წაიღო, იძახდა "წიავ-წიავსა!" წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა... ღვარი წავიდა სის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026