kids.ge logo

ხაჭაპურის მცხობელ ტურას

ფავორიტებში დამატება

მთავარია, ძმაო ტურა,
არ დაკარგო კლიენტურა!
და თუ მართლა, ნაღდად, გინდა
გახდე დიდი ბიზნესმენი;
მიაღწიო წარმატებას,
რასაც გირჩევ, იგრე ქენი.
თუ კი, საცხობს, ყოველ დილით,
დალაგებ წესირად;
თუ კი, ნამცხვრებს გამოცხობ,
ხელად, ცხელ-ცხელს, გემრილად;
თუ კი ცოტას ფასს დააკლებ,
თუ დაუგდებ კლიენტს ყურსა;
ლობიანსაც ბევრს გაყიდი
და უფრო მეტ ხაჭაპურსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026