kids.ge logo

გლეხის საჩივარი

ფავორიტებში დამატება
დიდება შენდა, უფალო!
რასა გვთხოვს? რა მოცია,
რომ ჩამოგვიდგა ჭირივით
სოფელში ეგზეკუცია?

სადღაც ვიღაცას რაღაცა
ვითომდა ჩადენია,
ახლა ჩვენ გვახდევინებენ,
მოგვდვეს ცეცხლი და გენია!

კომლზე სამ-სამი თუმანი
ადვილად გაწერია!
თითქოს ეს გადასახადი
გლეხისთვის არაფერია!

სად შეგვიძლია ამდენი,
რომ მოვაგროვოთ ხელადა?
უნდა შორს სადმე წავიდეთ
ფულების საძებნელადა.

რომ დავბრუნდებით, დაგვხვდება
სოფელი აოხრებული,
ცოლ-შვილი ნამუსახდილი,
ჯახი ატირებული.

რომელ ერთს უნდა გავუძლოთ,
სირცხვილს, თუ აოხრებასა?
რად არ მოხედავ, უფალო,
გლეხკაცის გაჭირვებასა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პოეტიხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა! გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა. ნუ მკ...ვაშლი და შაქარამაღლა ფოთლებში ელვარებს ვაშლი სისხლივით წითელი, მას აქეთ-იქით აქანებს სიო საამო და ნელი. დიდი ხანია შესცქ...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...ავადმყოფი მგოსანიბედო შავპირო, უპირო, ამრევო გზა და კვალისა! სულს ნუ ამომხდი, მაცალე დახამხამება თვალისა!... აჩრდილიღა ვარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026