kids.ge logo

წიწილებო!

ფავორიტებში დამატება

წიპა! წიპა! წიწილებო,
არ წახვიდეთ შორს;
თქვენს დედიკოს დაჯერეთ,
მორიდეთ ქორს!
ცით, გუშინ, დღისით, ქორმა
ბატს მოსტაცა ჭუკი;
ხოდა, ფრთხილად! მამლაყინწა
კაკანდა თუ კი.
,,ჰაუ, ჰაუს" - შეძახილიც
მოასწავებს ავს...
სწრაფად, სადმე დამალეთ,
ნუ გამოყოფთ თავს!
ყური უგდეთ თქვენს დედიკოს,
მამალსა და ძაღლს;
არ გახვიდეთ ეზოს გარეთ,
არ მოშორდეთ სახლს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026