kids.ge logo

არჩევნები ტყეში

ფავორიტებში დამატება

ტყის მმართველი დათუნა,
ეცრად გარდაცვლილიყო,
იმ ტახტის დასაკავებლად,
ამბავი ატეხილიყო...
დათვის ვაჟიშვილს, დათუჩას,
უნდოდა მამის ადგილი,
მეტოქეებთან ბრძოლა კი,
სულაც არ იყო ადვილი.
- დემოკრატიას ტყეშიაც,
რომ ვეზიროთ დროო,
ვინც არჩევნებში იმარჯვებს,
ადგილზეც იგი მოვაო.
მგელი, მელა და ტურაც კი,
იმ სკამისათვის იბრძოდა,
თანაც, ყოველი მათგანი
თას სიფლიდეს იქმოდა.
ყველას მელიამ აჯობა,
კარდაკარ ჩუმად ირბინა,
ხმის მისაცემად მხეცები,
თავისკენ გადმობირა.
იმ გულუბრყვილო დათუჩას,
არ შეისმინეს მუდარა,
„ფლიდობით მომერიაო“-
მელას დაწყო მუქარა,
მაგრამ ვერარა გაწყო,
მელაა უკვე მმართველად,
დაცვა დაჰყვება დარაჯად,
ტყეშიც, გზებზეც და მთა-ველად.
სამწუხაროა, რომ ხშირად,
ღირსს ერგება ადგილი,
დემოკრატიის გაგება,
მართლაც არაა ადვილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026