kids.ge logo

ბეღურები გვასწავლიან

ფავორიტებში დამატება

მზემ მოქარგა არემარე,
თუმც ჰარი ცივია,
"ზამთარია, ვიყინებით",
ბეღურები ჩივიან.
მზე ჩიტუნებს მოფერა,
გაუსწორა ბუმბული,
გახალისდნენ, აჭიკჭიკდნენ
ტკბილად, როგორც ბულბული.
სადანღაც გამობრძანდნენ
ლეგა-ლეგა ღრუბლები,
მზემ ჩიტები ანუგეშა:
"მალე დაგიბრუნდებით".
"როგორც ვხედავთ, ეს ზამთარი
მართლაც ჩვენი მტერია,
სამშობლოში ვრჩებით მაინც,
აქ მოკეთეც ბევრია,
სხვაგან ფარჩას გვირჩევნი
აქ, თვით თოვლის საბანი.
იქ ვიქნებით, სადაც ფრენდნენ
ჩვენი მამა-პაპანი."
ი, რაზე ჟივჟივებენ
შემცივნული ჩიტები,
მამულს ასე შეიყვარებთ?
თქვენც კარგები იქნებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლევანი და აქლემი მასწავლებელი გაკვეთილს უხსნის პატარებს კლასში, მას გასუსული შეჰყურებს ოცდაერთივე ბავშვი. საინტერესოდ უყვე...„ბატის ჭუკი“ზაფხულია, ცხელა, ცხელა, ეტანება წყლის პირს ყველა, წყალს წუთითაც არ შორდება ცუგრუმელა ჩვენი, ლელა. ცურავს,...ყურძნის მკვახე მტევნებიდაუძახა დედიკომ თინიკოს და ლევანს, ნაღვლიანად დაჰყურებდა ყურძნის მკვახე მტევანს. -დედი, შენს თავს ვფიცავა...ბალი და ლალიხის წვეროზე შერჩენილა, ერთი მუწა ბალი და იმ ბალის შეჭმის სურვილს შეუპყრია ლალი. ხეზე ასვლა უნდა, მაგრამ ე...* * *წითელკაბა გოგო ვარ და მიხდება ძალიან, ყველა მე რომ მიყურებს, ალბათ ამის ბრალია . შავთმიანს და შავთვალას, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026