kids.ge logo

ეს მე მოვდივარ

ფავორიტებში დამატება

სწავლის დაწყებას ელის
მამულის მთა და ბარი,
სკოლისკენ მოიჩქარის
ბავშვი, კაცი თუ ქალი.

ჰა, სასექტემბროდ რეკავს
დღეს ხმაწკრილა ზარი,
ეს ჩვენი კოხტა სკოლა,
ცოდნის სამჭედლო არი

და მოვისწრაფი თქვენსკენ
სე, ვით ნიავქარი,
ეს მე მოვედი, ხალხნო!
ფართოდ გამიღეთ კარი.

აქ ჯერ არავინ იცის
ჩემი სახელი, გვარი,
ვისწავლი ისე, გავხდე
კლასის და სკოლის თვალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბეღურები გვასწავლიან მზემ მოქარგა არემარე, თუმც ჰაერი ცივია, "ზამთარია, ვიყინებით", ბეღურები ჩივიან. მზე ჩიტუნებს მოეფერა, გაუ...ძროხა ჩემზე დიდიაქეთუსა და მისი ბებო მიდენიან ძროხებს ტყეში, - დავიღალე ბებიკონა, ამიყვანე, გთხოვ რა, ხელში. - არ გრცხვენი...ლალი და ნათიალ– ავად გამიხდა თოჯინა, ჩემი პატარა გრეტა, ერთი თეთრიც არ მიჭყავის, უფულოდ რა ვქნა ნეტა? მეზობელს უნდა ვე...პატარა თამროს ოცნებაქვეყნად ერთი ოცნება მაქვს, ოცნება ლამაზი, წმინდა, მე რომ დიდი გავიზრდები, შენისთანა ვიყო მინდა. შენებრ კე...ძროხის "ლაბადა" იცით? ერთხელ ჩვენი ძროხა გახდა ძლიერ ავადა, მეზობლები მოდიოდნენ ძროხის სანახავადა. მოიყვანეს ექიმი და გაუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026