kids.ge logo

ყველაზე ლამაზი

ფავორიტებში დამატება
ყველაზე ლამაზი სახელი ვის ჰქვია? -
პატას,
თორნიკეს,
როსტომს თუ
ფიქრიას?
ვინაა, ნეტავი, ყველაზე ლამაზი, -
მარიკა,
მამუკა,
თიკო თუ თამაზი?
რითაა ნაკლები
ან ლიკა, ან გია,
სახელი? სახელი სუყველა კარგია,
გერქმევა ცილა,
თამთა თუ თამარი,
სახელი კი არა, -
ქცევაა მთავარი!
ყველაზე ლამაზი სახელი მას ჰქვია,
ვინც კარგად სწავლობს
და არ არის ბაქია,
ვინც მამულს არგია,
ვინც უქმად არა ზის,
ის არის, ის გახლავთ ყველაზე ლამაზი!
ბეჯითი, სხარტი და
სიკეთის მნერგავი,
ლამაზი იქნება
ყოველი თქვენგანი!...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მედღეხვალიესყოველგვარ საქმეს გადასდებ სიხარულით და ხალისით, დღეის დღე სულ არ გადარდებს, ყველაფერს გეგმავ ხვალისთვის. ...მამულიშვილობაროდესაც ამართლებ აღმზრდელთა იმედებს, უმცირესს იმკი და ასჯერ მეტს იმეტებ, როდესაც შენს ირგვლივ შენც ებრძვი...ამინ!წუთი-წუთზე, წუთი-წუთზე წაბრძანდება ძველი და შემოდგამს კარის ზღურბლზე ფეხს ახალი წელი... ბედნიერი ყოფილიყო...ტყუილს თუ არ მოიშლისთეამ როცა იცრუა, ძმაც დადუმდა ჯიუტად, აბა, რა ქნას, დედიკოს ენას ხომ არ მიუტანს? აღარ იცის, დუმილი კარგია...მართლა ბუა თუა- თუ არ შეჭამ საჭმელს, თუ კვლავ მეტყვი უარს, - რომ გასწავლოს ჭკუა, დავუძახებ ბუას. - ბუა, მოდი, ბუა! - ბე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026